პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის საგარეო უწყება - რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ

ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირებადობის პროექტები შავ ზღვაში, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ხაზს უსვამს, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
„რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ფუნდამენტური ღირებულებებისა და რეფორმებისადმი ერთგულება მთავარია“, - აღნიშულია უწყების მილოცვის ტექსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.