რუმინეთის საგარეო: უთანხმოებას გამოვხატავთ სოხუმში რუმინული ბენდის კონცერტთან დაკავშირებით

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.
შესაბამის განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.
რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.