რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – როგორც ევროკავშირის წევრი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში

რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, – ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობას ასევე უცხადებენ ქართველ დიპლომატებსაც.
„როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. ჩვენი სოლიდარობა ასევე ეხება ქართველ დიპლომატებს, რომლებიც გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს