რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი გადადგა.
კლაუს იოჰანისმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ულტრამემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა იანვარში მისი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს.
„იმისთვის, რომ რუმინეთი და რუმინეთის მოქალაქეები კრიზისისგან დავიცვა… მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
კლაუს იოჰანისი რუმინეთის პრეზიდენტი 2014 წლიდან არის. მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი გადავიდნენ, იოჰანისს საპრეზიდენტო ვადა ახალ არჩევნებამდე გაუხანგრძლივდა.
რუმინეთის ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს გაიმართება, მეორე ტური – 18 მაისს.
კლაუს იოჰანისის გადადგომის შემდეგ, არჩევნებამდე შეზღუდული უფლებამოსილებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რუმინეთის სენატის სპიკერი, ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი კოალიციის წევრი, ილი ბოლოჟანი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას