რუბიო ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდებას აჩქარებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა დეკლარაციას ისრაელისთვის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების შესახებ.
განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ისრაელისთვის თითქმის 12 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური სამხედრო შესყიდვა დაამტკიცა. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ამერიკა „გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამერიკის დიდი ხნის ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველადაც“.
რუბიომ თქვა, რომ მან საგანგებო უფლებამოსილება სამხედრო დახმარების მიწოდების დასაჩქარებლად გამოიყენა. ისრაელს ახლა მყიფე ზავი აქვს ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ “ჰამასთან”.
პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების და სხვა იარაღის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
სახელმწიფო მდივნის მიერ საგანგებო უფლებამოსილების გამოყენება ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ისრაელისთვის დახმარების გაგზავნას კონგრესის თანხმობა არ დასჭირდება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკა მსგავსი ტიპს ნაბიჯს დგამს ისრაელის დასახმარებლად. აქამდე ასეთივე გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამაც მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!