რუბიო იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი “ისტორიულ” მშვიდობას დღეს გააფორმებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს 8 აგვისტოს მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობის ხელშეკრულების დასაწყისი გახდება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მან განაცხადა EWTN ტელეარხთან ინტერვიუში.
„პრეზიდენტი ერთგულია მშვიდობის და იმისა, რომ იყოს მშვიდობის პრეზიდენტი. როდესაც ინდოეთი და პაკისტანი ომში შევიდნენ, ჩვენ პირდაპირ ჩავერთეთ და პრეზიდენტმა შეძლო მშვიდობის მიღწევა. უფრო ახლახან კამბოჯისა და ტაილანდის შემთხვევა, აზერბაიჯანი და სომხეთი… იმედი მაქვს, ამ პარასკევს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და იქ დავიწყებთ მშვიდობის ხელშეკრულებას. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუანდა: 30-წლიანი ომი, 7 მილიონი მსხვერპლი, ჩვენ შევძელით მათ აქ ჩამოყვანა, რათა მოეწერათ ხელი“, – განაცხადა რუბიომ.
მან ასევე დაამატა, რომ მშვიდობა მარადიული არ არის, საჭიროა მუშაობა და მისი შენარჩუნება.
ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ საკმაოდ ხანგრძლივად ითანამშრომლა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ისტორიული“ სამშვიდობო შეთანხმების დადება, რომელიც 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო