ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როჯერ უიკერი: ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია - ტრაგიკულად

როჯერ უიკერი: ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია - ტრაგიკულად

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე საქართველოზეც ისაუბრა.
"ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, ვიტყოდი - ტრაგიკულად. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით, ქართულ ოცნებას შეუძლია, ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში პასუხისგების გარეშე ზუსტად ისე, როგორც მისი მთავარი პარტნიორი - მოსკოვი", - თქვა მან.
მოსმენაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გლობალურ და რეგიონულ შედეგებზე საუბრობდნენ, მან ბელარუსზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა:
"ვლადიმერ პუტინმა ნელ-ნელა დაიპყრო ბელარუსის სახელმწიფო, დაწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის ერთი შეხედვით უწყინარი გეგმებით, საბოლოოდ კი ბელარუსის ტერიტორია რუსული იარაღისა და ჯარების განსათავსებლად გამოიყენა, რითაც გააფართოვა ფიზიკური გავლენა NATO-ს საზღვრებამდე. დასავლეთმა, შესაძლოა, არ ისურვა ალექსანდრ ლუკაშენკოს სახით კიდევ ერთ უსიამოვნო დიქტატორთან ურთიერთობა, ეს სერიოზულად არ აღიქვა, სანამ ძალიან გვიან არ იყო და თითქმის მთელი ოპოზიცია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ბელარუსიდან", - აღნიშნა სენატორმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.