“როცა 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია და არაფერს თმობ, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა” – დავით ზურაბიშვილი

ოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილს, ინტერპრესნიუსთან, ამბობს:

მმართველი გუნდისთვის და საერთოდ ქართული პოლიტიკისთვის საშინაო პოლიტიკაში მთავარი პრობლემა არის, თან ძალიან სერიოზული – რეალობის არაადეკვატურად აღქმა. ანუ, რა რეალობაა საშინაო პოლიტიკაში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად.

თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი – ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა

როდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფრის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ.

800 ათასი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა და ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა. ეს არა მარტო ქვეყანაში არსებული განწყობების მაჩვენებელია. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა ხან იკლებს, ხან საკმაოდ მაღალია, მაგრამ, ფაქტია რომ სულ არის. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ასეთი მრავლხნიანი პროტესტი არავის არ გვახსოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…