ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი” – ნიკა გვარამიას მიმართვა სასამართლო პროცესზე

“როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი” – ნიკა გვარამიას მიმართვა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა და მისი დაკავების შესახებ ისაუბრა:
“ჩემს სარგებლობაში არსებულ ოფისში, მიდიოდა ჩხრეკის ოპერაცია ისე, რომ ჩემთვის არაფერი არ იყო ცნობილი. მივედი და ვითხოვე ერთადერთი რამ გამოსულიყო საპროცესო ღონისძიების ჩამტარებელი, ეთქვა რა ხდება და შევეყვანე დამსწრედ. არაფერი მეტი არ ხდებოდა. რაც შეეხება გინებას. პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური გინება….ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქუჩურ გინებას რომ ვიღებ პოლიციის მხრიდან, მივდივარ და ცხელ ხაზზე ვრეკავ… როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი, ამიტომ მე ამის დამადასტურებელი მჭირდება ყველაფერი ” ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.