როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ამას ჰქვია სახელმწიფო – პრეზიდენტი შოვის ტრაგედიის წლისთავზე

საქართველოს პრეზიდენტი შოვის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება.
„როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა სხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო“! – წერს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე.
„შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება“! – წერს იგი.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა.
მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, რომელიც 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება „შეუძლებელი იყო“, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა.
გამოძიება კი ჯერაც არ დასრულებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია პრემიერის ანგარიშზე – კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა – ღირსეულმა ქართველმა ერმა საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქრონიკულ ცრუპენტელებს, რომლებმაც საკუთარ ეგოს შესწირეს ქვეყნის რეპუტაცია