არქივი21 ნოემბერი, 2024, 15:36
“როცა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერებაა რომ ასეთი რექტორი ჰყავთ სტუდენტებს და ასეთი ქმარი ქალს” – ნათია ფანჯიკიძე

მის სტუდენტს რომ ჯერ ცემით კლავდნენ და შემდეგ გასაქრობად მიათრევდნენ, თუ გახსოვთ, უნივერსიტეტის რექტორმა გამოუცხადა პოლიციელებს, ფსიქიკური დაავადება აქვსო. ასე სცადა გადარჩენა. როგორც ჩანს, შემდეგ ამ მხსნელ ვერსიას ოჯახიც გაჰყვა. ტრაგედიაა, რომ ფსიქიკური დაავადების მიწერაა ქალისთვის საჭირო, რომ სიკვდილს გადაურჩეს, მაგრამ როცა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერებაა რომ ასეთი რექტორი ჰყავთ სტუდენტებს და ასეთი ქმარი ქალს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.