როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, დაიწყო კათედრების ნიველირება. გამოცხადდა, გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთანო, ასეც მოხდა- თამარ კეკელიძეს მოლარემ უთხრა, სიაში არ ხარო. თამარი სახლში წავიდა და ამბობდა, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს ცუდად გახდა და გულით გარდაიცვალა

როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, დაიწყო კათედრების ნიველირება. გამოცხადდა, გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთანო, ასეც მოხდა- თამარ კეკელიძეს მოლარემ უთხრა, სიაში არ ხარო. თამარი სახლში წავიდა და ამბობდა, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს ცუდად გახდა და გულით გარდაიცვალა
„როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, არა მარტო უნივერსიტეტში, ჩვენთან ინსტიტუტშიც იგივე მდგომარეობა იყო. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, ამაზე ვსაუბრობდით და ძალიან აღშფოთებული ვიყავით“- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
ლია მელიქიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და იხსენებს, როგორ დაიწყო უნივერსიტეტში შემცირება.
„ქალბატონი მარიკა [ლორთქიფანიძე] და დავით მუსხელიშვილი, ორი აკადემიკოსი გვყავდა და როდესაც ქალბატონმა მარიკამ უთხრა მომავალ დირექტორს, რომ ორი აკადემიკოსია და პრესტიჟული იქნება დარჩეს ინსტიტუტშიო, უარი უთხრეს და ბატონი დავითიც და ქალბატონი მარიკაც იმის მერე აღარ ყოფილან ინსტიტუტში. ასეთივე მდგომარეობა იგრძნობოდა უკვე უნივერსიტეტშიც.
დაიწყო კათედრების ნიველირება და ამ პერიოდში მე მახსოვს, როგორ გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტში უნდა იყოს შემცირება, ჩვენთანაც იყო ეს შემცირება, რომ „გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთან“, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ნამდვილად მახსოვს. თამარმა [კეკელიძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორ-მეცნიერი] მითხრა, რომ ასეთი საშინელება გაგიგია, რომ მივიდე მე სალაროსთან და იქ მითხრან, რომ შენ ხარ განთავისუფლებულიო. ამ პერიოდში თამარი მუშაობდა ჩემს პროექტში და პანკისის ხეობაზე აკეთებდა წიგნს. ასეც მოხდა. როდესაც ხელფასის დღე იყო და თამარი მივიდა, მოლარემ უთხრა, რომ სამწუხაროდ თამარ, შენ სიაში არ ხარო. თამარს ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავის დაელაპარაკა და წავიდა სახლში ძალიან შეწუხებული. სახლში რომ წავიდა, იმ საღამოს მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა. ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილია იმით, რაც მოხდა და ამბობდა, რომ მე ჩემს თავს არ ვჩივი, უნივერსიტეტზე მწყდება გული და საერთოდ საქართველოზე, რა ხდება ეს, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს უკვე რომ დაამთავრა საუბარი, გახდა ცუდად, თამარი იყო კუზანოვების მეზობელი, მათ იმ წუთშივე საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს თამარს, ის გულით გარდაიცვალა“-განაცხადა ლია მელიქიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით