ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს

როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს
სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ.
ექსპერტის თქმით, სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორმა და მეგობრობა თანაბარ და ურთიერთგაგების პრინციპებზეა დაფუძნებული და ასეთი ურთიერთობების დროს არავითარ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
„სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორმა და მეგობრობა თანაბარ და ურთიერთგაგების პრინციპებზეა დაფუძნებული. ცხადია, ასეთი ურთიერთობების დროს არავითარ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თანასწორი და სამართლიანი ურთიერთობები კი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს. სწორედ ამაზე საუბრობს მამუკა მდინარაძე, რაც მის როგორც ქვეყნის მოყვარულ, თავმოყვარე და ღირსეულ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს. დიახ, პოლიტიკოსი მთავარი ღირსება თავის სამშობლოს სიყვარული, თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.