ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას, რა დროს წარსულის გარჩევებია?” – სააკაშვილი

35
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ჩემი პოსტი ხალხში სიარულზე ზოგიერთმა, რატომღაც, ნიკა მელიას კრიტიკად აღიქვა, არადა ის ყველას ეხებოდა. მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგიული, ხალხში მოსიარულე პოლიტიკოსის გამოჩენა.
ნიშანდობლივია, რომ უთანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა ჩემი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია. ეს დიდი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხვდება და სწორად მოქმედებს.
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.