“როცა გენები არ იკარგება”

ყველასათვის საყვარელი მომღერალი არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
საზოგადოება კარგად იცნობს ნანის შვილს, ეკა მამალაძეს და შვილიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს. ნატალია თვითონაც ფანტასტიკურად მღერის.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
დედისა და ბებიის კვალს გაჰყვა უმშვენიერესი ნატალიკოც, ეკას ქალიშვილი. ნატალია ქუთათელაძე საზოგადოებისთვის ასევე ნაცნობი და საყვარელი სახეა. ის ტელეეკრანებზე წამყვანის ამპლუაშიც ხშირად ჩნდება. ამჯერად სწორედ ნატალია აქვეყნებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: “როცა გენები არ იკარგება”, “შესანიშნავი ქალბატონები”, “საქართველოს სიამაყე” – წერენ მათი გულშემატკივრები.
„მე საერთოდ ვერ ვხვდები, რამდენი წლის ვარ. თუ ხმამაღლა ვთქვი, რამდენი წლის ვარ, გული მისკდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ აბსოლუტურად ისეთია, როგორიც იყო. რასაკვირველია, უფრო ჭკვიანდები.
“87 წლის ვარ… ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს.
სანამ ომი დაიწყებოდა, ისრაელში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე და ამ ანალიზების მიხედვით 62 წლის ვარ. სასაცილოა, ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ უჯრედის დონეზე ასეა.
ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი არ მომწონდა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ.
მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი… ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრებით; ღმერთო, ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან, ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ადრეც ყველა დაკავებული იყო.
„სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე… მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“, – ამბობდა ნანი ბრეგვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ