როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მონაცემები ზუსტდება და მსხვერპლი არ ყოფლა.
როსტოვის საინფორმაციო “ტელეგრამის არხები” იუწყებიან, რომ ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული.
რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი “როსრეზერვის” “ატლასის ქარხანა”. ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს.
ამ ბაზას ცოტა ხნის წინ 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?