ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა მატარებლებლების მოძრაობის განრიგის დარღვევა გამოიწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ეკიპაჟი გამოიყენეს“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის გამო, 26 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამუშაოებს კოორდინაციას ოპერატიული შტაბი უწევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.