ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რონალდო საქართველოსთან მატჩზე: სრული სიმძლავრით ვემზადებით!

პორტუგალიის ნაკრებმა F ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და 26 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს მათთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კი განაცხადა, რომ გარკვეულ როტაციას მიმართავს.
ჯერ უცნობია, რამდენად შეცვლილი შემადგენლობით დაუპირისპირდებიამ ლუზიტანები ჩვენს გუნდს და რამდენად მოტივირებულნი იქნებიან. თუმცა, ცხადია, ვისაც შანსი მიეცემა, თავის წარმოჩენას შეეცდება.
პორტუგალიელთა კაპიტანმა რონალდომ თავის სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "სრული სიმძლავრით ვემზადებით!".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.