ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რონალდო: საუდის არაბეთის ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე ლიგა 1

დუბაიში, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე, "ალ ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია.
"ჩემი აზრით, პროლიგა ლიგა-1-ს არაფრით ჩამოუვარდება. მეტიც, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უფრო დიდი კონკურენციაა და საერთო ჯამში, მათზე უკეთესები ვართ", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, კრიშტიანომ მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.