რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა

აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მყოფ პსჟ-ს გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას კითხვა დაუსვეს - რონალდოს თამაში უფრო მოსწონს თუ ლეო მესის.
„თქვენ იცით, რომ მე ძალიან მომწონს რონალდოს თამაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მესი საფეხბურთო სამყაროში სხვა პლანეტიდანაა“, - უპასუხა Faze Jason-ის სტრიმზე კვარაცხელიამ, რომელიც კრიშტიანოს ფანია.
„იუთუბერმა“ ჯეისონ უინსმა პირდაპირი ტრანსლიაციისას პარიზული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩამოართვა მინი-ინტერვიუ.
თუ პსჟ-მ В ჯგუფში გაიმარჯვებს, „ინტერ მაიამი“ კი А ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. ასე რომ, ხვიჩას მესის წინააღმდეგ თამაში სავსებით შესაძლებელია.
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.