,,რონალდო თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა… ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით“ – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია:
„ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც ერთი პროცენტი არის შანსი, ყველაფერს შეძლებ. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ.
ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული