არქივი14 დეკემბერი 2023, 08:21
რონალდოს ყველაზე ხშირად ეძებდნენ - Google-ის ბოლო 25 წლის სტატისტიკა
Google-მა, ბოლო 25 წლის მონაცემებით, ის სპორტსმენი დაასახელა, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ.
ასეთი კი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო აღმოჩნდა, რომელიც ახლა საუდის არაბეთის "ალ ნასრის" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის ფორმა 15 შეხვედრაში მოირგო და 16 გოლი გაიტანა. მას "ოქროს ბურთი" ხუთჯერ აქვს მოგებული.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.