არქივი31 დეკემბერი 2024, 17:09
რონალდომ შესაძლოა, 2025 წელს "ალ ნასრი" დატოვოს

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა, 2025 წელს "ალ ნასრი" დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რონალდო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყველა წინადადებას გადახედავს და მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, პორტუგალიელს "ალ ნასრთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.