რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
![რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/18bcebfb729f59e81a9ee848f8634849-DvZq7v.jpeg)
ერთა ლიგის A1 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.
პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას 2:1 სძლია. სტუმრები „ნაპოლის“ ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შესვენების შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა 39 წლის რონალდომ კი 88-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. ეს მის კარიერაში 901-ე გოლია.
ხორვატიამ ლუკა მოდრიჩის გოლით პოლონეთი 1:0 დაამარცხა. მოდრიჩი დღეს 39 წლის გახდა და ეროვნულ გუნდში 180-ე შეხვედრა ჩაატარა. მასზე მეტჯერ ევროპელებისგან ნაკრებში მხოლოდ კრიშტიანომ ითამაშა - 213.
12 ოქტომბერს ხორვატია შოტლანდიას, პოლონეთი კი პორტუგალიას მიიღებს.
პორტუგალია - შოტლანდია 2:1
გოლები: 0:1 მაკტომინეი (7), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:1 რონალდო (88)
ხორვატია - პოლონეთი 1:0
გოლი: მოდრიჩი (52)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.