რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო, ყველა დავნაწილდით და ვეძებდით – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ტრაგედია ბათუმში – ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
ადგილობრივების თქმით, ბავშვებს 3-4 საათი ეძებდნენ, შემდგომ კი ერთ-ერთის ბაბუამ არასრულწლოვნები თხრილში იპოვა.
“მშობლები ეძებდნენ, ხალხმა რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო, ყველა დავნაწილდით და ვეძებდით, 3-4 საათი ბავშვები რომ აღარ მივიდნენ, დღისით მოხდა, ბაბუამ ამოიყვანა… მისი ბაბუა მოვიდა და შვილიშვილებს ვერ ვპოულობო. კარის მეზობლები იყვნენ, ორივე ბიჭები, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ განუყრელად. აქ უნდა გაგვიკეთონ კარგი გზა და ის არმატურები იმიტომ არის, სამშენებლო ტერიტორია არ არის”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
წყარო: რუსთავი 2

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება