რომში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქალაქ რომში, ისტორიულ „Mercati di Traiano”-ში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი – 2025“-ის – დაწყებამდე 53 დღით ადრე „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
„ბაკურიანი – 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება, ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება – როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.