რომის პაპმა კათოლიკე მღვდლებს ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკემ, კათოლიკე მღვდლებს ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მისცა. რომის პაპის განმარტებით, მღვდლებს უფლება ექნებათ ერთსქესიანი წყვილები გარკვეული პირობების შესაბამისად დალოცონ.
ოფიციალური ვატიკანის ინფორმაციით, კურთხევა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი და არ უნდა ასოცირდებოდეს სამოქალაქო გაერთიანებებთან ან ქორწილებთან.
პაპის განცხადებითვე, ის ქორწინებას კვლავ განიხილავს, როგორც კავშირს კაცსა და ქალს შორის.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დოკუმენტი რომის პაპმა დღეს დაამტკიცა. ვატიკანის ინფორმაციით, დოკუმენტი იმის ნიშანია, რომ “ღმერთი ყველას მიესალმება”. თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ მღვდელმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევების შესაბამისად უნდა მიიღონ.
ტექსტის გაცნობისას კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა, ეკლესიის პრეფექტმა, თქვა, რომ ახალი დეკლარაცია რჩება “მტკიცე ეკლესიის ტრადიციულ დოქტრინაზე ქორწინების შესახებ”, მაგრამ დასძინა, რომ ახალი მითითებები მღვდლებს საშუალებას მისცემს დალოცონ ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოდვად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს