რომის პაპი – რამდენ ძალადობას ვხედავთ წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე – მოვუწოდებ ლიდერებს: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ

რომის პაპმა ლეო XIV-მ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შუამავლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს, რათა მშვიდობა დამყარდეს.
„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ!“ – განაცხადა პაპმა.
მან მრევლს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ და დასძინა:
„მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მშვიდობა დამყარდეს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რასაც იმსახურებენ, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს მშვიდობა სურთ და მათ ლიდერებს მთელი გულით მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ!“ – აღნიშნა პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ – საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დანაშაულია, ძალადობრივი ქმედებებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლითა და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით, გმირი ვერ გახდები

თაზო დათუნაშვილია ირაკლი კობახიძის მოხსენებაზე – ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ – ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას