რომის პაპი – რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა – ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს

რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო დღესასწაულზე ტრადიციული საკვირაო კურთხევის დროს ლოცვა „ტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, პალესტინისა და ს მოსახლეობისთვის და სხვებისთვის“ აღავლინა.
მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა განაცხადა, რომ 2023 წელი ომიანობით განცდილი ტანჯვით გამოირჩა. „წლის ბოლოს, უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს : რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და რამდენი ნგრევა, რამდენი ტანჯვა, რამდენი სიღარიბე მოიტანა“, – აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს.

ასევე დაგაინტერესებთ