ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი გმობს უკრაინის მიერ რუსეთის ეკლესიასთან დაკავშირებული ორგანიზაციების აკრძალვას

რომის პაპმა, ფრანცისკემ 25 აგვისტოს დაგმო კიევის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში.
"არც ერთი ქრისტიანული ეკლესია არ შეიძლება აიკრძალოს, პირდაპირ ან ირიბად. ეკლესიებს არავინ უნდა შეეხოს" - თქვა პაპმა ყოველკვირეულ ლოცვაში, ერთ დღეში მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთთან კავშირების მქონე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებების აკრძალვის კანონს.
"როცა ვფიქრობ უკრაინაში ახლახან მიღებულ კანონზე, მე ვშიშობ მათ თავისუფლებაზე, ვინც ლოცულობს" - თქვა ფრანცისკემ.
"ადამიანი ლოცვით ბოროტებას არ სჩადის. თუკი ვინმე თავის ხალხის მიმართ სჩადის ბოროტებას, იგი დამნაშავეა. მაგრამ მას არ შეიძლება ლოცვით ჰქონდეს გაკეთებული რაიმე ცუდი" - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.