რომეო მიქაუტაძის სახლიდან 1200 დოლარი ამოიღეს – ადვოკატი

რა ამოიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სახლიდან – სუს-ის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სასამართლოზე პირველად გამოჩნდა.
მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი მტკიცებით, კავშირი არ აქვს „იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს“.
რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. პროკურატურამ საქმე, რომელსაც ექსპერტები „მკვდარ მუხლებს“ უწოდებენ, ხელახლა გააცოცხლა და ყოფილი ვიცე-მინისტრი, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვაში დაადანაშაულა.
გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძე წლების განმავლობაში ფიქტიურად სხვებზე აფორმებდა კომპანიებს, რეალურად კი თავად მართავდა მათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, რის გამოც მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს