ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომეო მიქაუტაძე - ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდება, რაც მთავრობის სწორი, თანმიმდევრული, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„ამით შესაძლებელი გახდა, რომ "ენგურჰესის" რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა.
მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება", - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეგახსენებთ, საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.