რომელ ქუჩებზე აიკრძალა მოძრაობა სამების ტაძრის მიმდებარედ – სია

0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:
ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით;
ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით;
ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით.
გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ “ავლაბრიდან” სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს