ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ ქვეყნებში იყიდება საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი?

საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ექსპორტი იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და მხოლოდ 2022 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული ტექსტილის მასალების და ნაწარმის ექსპორტმა 117 558 150 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 109 400 470 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. რაც შეეხება რეკორდულ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს, ექსპორტმა 123 697 720 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
თურქეთი - 86 814 980 აშშ დოლარი;
პოლონეთი - 6 064 520 აშშ დოლარი;
ჩეხეთი - 4 717 430 აშშ დოლარი;
რუსეთი - 4 190 800 აშშ დოლარი;
იტალია - 2 690 090 აშშ დოლარი;
გაერთიანებული სამეფო - 2 568 710 აშშ დოლარი;
ბულგარეთი - 1 863 160 აშშ დოლარი;
ავსტრია - 1 791 010 აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი - 973 440 აშშ დოლარი;
ისრაელი - 786 370 აშშ დოლარი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.