ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ ქართულ კერძებს ითხოვენ გერმანიაში ქართულ რესტორანში ყველაზე ხშირად?

გერმანიაში ქართული რესტორანი „პეპელას“ მომხმარებლების 90% გერმანელია, ასევე აქტიურობენ იაპონელები და ფრანგებიც. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ქეთი პიატკოვკიმ ისაუბრა.
„რესტორანში ქართველი მომხმარებლებიც აქტიურობენ, თუმცა გერმანელების წილი 90%-ია. ჩვენი სამზარეულო ძალიან ხიბლავთ ასევე იაპონელებს და ფრანგებს.
რესტორნის არსებობის 7 წლის მანძილზე ყველაზე დიდი პოპულარობით 4 ქართული კერძი სარგებლობს, ესენია: აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, შქმერული და ნიგვზიანი ბადრიჯანი. გერმანელებს განსაკუთრებით ხიბლავთ ნიგვზიანი ბადრიჯნის შიგთავსი.“ - აღნიშნავს ქეთი პიატკოვსკი.
„პეპელაში“ ჯამში 21 ქართული კერძია წარმოდგენილი. პერიოდულად ძირითად მენიუს სხვადასხვა ქართული კერძებიც ემატება. აგრეთვე რესტორანში მხოლოდ ქართული ღვინო იყიდება.
„ღვინის მცირე მწარმოებლებთან გვაქვს მოლაპარაკებები. რესტორანში ამჟამად 5-6 ქართველი მეწარმის 19 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ქვევრის ღვინოები სარგებლობს“,- განაცხადა ქეთი პიატკოვსკიმ.
„პეპელა“ საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი რესტორანია, რომელიც ჯამში 100-მდე ადამიანს იტევს. მაგალითისთვის, 8 ხინკლის ფასი 22 ევროა, ხოლო აჭარული ხაჭაპურის 17 ევრო.
შეგახსენებთ, რესტორანი „პეპელა“ დიუსელდორფრში 7 წლის წინ გაიხსნა, სადაც მხოლოდ ქართული კერძები და ღვინოა წარმოდგენილი. რესტორანში დასაქმებულია თორმეტივე ადამიანი საქართველოდანაა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.