ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ ქალაქში ღირს ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი

რომელ ქალაქში ღირს ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი

ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც როგორც ხარისხის, ასევე ფასის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთი ბოთლი ღვინოს ღირებულება კი არა ქვეყნიდან-ქვეყანამდე, არამედ ქალაქიდან ქალაქამდეც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
სწორედ ამიტომ, კომპანია Magnet Kitchen, Numbeo-ს 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 190 ქალაქში ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასს აანალიზებს და შესაბამის რეიტინგსაც აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, ერთი ბოთლი ღვინის შეძენა ყველაზე ძვირად ქალაქ ნიუ-იორკშია შესაძლებელი, სადაც საშუალო ფასი ბოთლზე $20-ია. მეტიც, ნიუ-იორკში ღვინის საშუალო ფასი 5-ჯერ აღემატება იმ ქალაქის ფასებს, სადაც ღვინო ყველაზე იაფია.
ნიუ-იორკი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია და გამონაკლისი არც ალკოჰოლური სასმელებია. ამის მიზეზი სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი სააქციზო გადასახადია, რომელიც გალონზე 30%-ს შეადგენს. გარდა ამისა, სასმელი დამატებით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, თუ ალკოჰოლის შემცველობა 24%-ს აღემატება.
15 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ღირს:
· ნიუ-იორკი, აშშ - $20.00
· კოლუმბია, აშშ - $18.00
· სან-ფრანცისკო, აშშ - $17.75
· ოკლენდი, აშშ - $17.75
· ფილადელფია, აშშ - $17.00
· ლაუნჩესტონი, ავსტრალია - $16.45
· ჰობარტი, ავსტრალია - $16.45
· ვაშინგტონი, აშშ - $16.00
· დენვერი, აშშ - $16.00
· ტაქსონი, აშშ - $15.50
· ვიქტორია, კანადა - $15.29
· ფენიქსი, აშშ - $15.00
· მესა, აშშ - $15.00
· მაიამი, აშშ - $15.00
· ნეშვილი, აშშ - $15.00
ევროპაში ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი გაერთიანებულ სამეფოში ღირს, რომელიც ოცეულში ხვდება. ღვინის საშუალო ღირებულება აქ ნიუ-იორკზე 6.6%-ით დაბალია და $12-ს აღწევს.
რაც შეეხება ქალაქს, სადაც ღვინო ყველაზე იაფი ღირს, ასეთი ესპანეთის ქალაქი კორდობა აღმოჩნდა, სადაც ერთი ბოთლი, საშუალოდ, $3.55 ჯდება. აღსანიშნავია, რომ კორბოდა ანდალუსიის რეგიონშიც გამოირჩევა იაფ ფასიანი ღვინით - სხვაობა რეგიონის საშუალოსთან 38%-ია.
10 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე იაფი ღირს:
· კორდობა, ესპანეთი - $3.55
· რომი, იტალია - $3.55
· სარაგოსა, ესპანეთი - $3.82
· მურსია, ესპანეთი - $4.04
· რეჯიო-კალაბრია, იტალია - $4.37
· ტაულონი, საფრანგეთი - $4.56
· კორუნია, ესპანეთი - $4.91
· მალაგა, ესპანეთი - $4.91
· ალიკანტე, ესპანეთი - $4.91
· ტარანტო, იტალია - $4.91
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.