ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ რეგიონებში გაიზარდა სასტუმროს ფასების ინდექსი?

PMC კვლევითმა ცენტრმა საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები და ფასების ინდექსის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 272 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 114 ლარი შეადგინა.
რეგიონები, სადაც სასტუმროს ფასების ინდექსი 2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა, შემდეგია:
კახეთი - 7.5%
იმერეთი - 0.1%
გურია - 6.7%
შიდა ქართლი - 0.5%
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6.5%
მცხეთა-მთიანეთი - 14.5%
თბილისი - 4.1%

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.