ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ ადგილზეა თბილისი Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსით?

რომელ ადგილზეა თბილისი Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსით?

13 მაისის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, ცხოვრების ხარისხის ინდექსით, მსოფლიოს 256 ქალაქს შორის, თბილისი 211-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხი ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსემბურგშია (234.0), მეორე ადგილზე ნიდერლანდების ქალაქი ჰააგაა (232.2), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდების კიდევ ერთი ქალაქი გრონინგენი (228,6). ზოგადად, ზედა ათეულში ნიდერლანდების 6 ქალაქია, ხოლო პირველი 16 ადგილი სრულად ევროპულ ქალაქებს უკავიათ.
· ლუქსემბურგი - 234
· ჰააგა - 232.2
· გრონინგენი - 228.6
· ეინდჰოვენი - 225
· ბერნი - 219.1
რაც შეეხება თბილისსა და ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყნების ქალაქებს, ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების ხარისხის ინდექსის კოეფიციენტი 120.1-ია, რაც მსოფლიოში - 211-ე, ხოლო ევროპის 101 ქალაქს შორის, 92-ე მაჩვენებელია.
· მოსკოვი - 189-ე ადგილი - 131.5
· თბილისი - 211-ე ადგილი - 120.1
· ბაქო - 214-ე ადგილი - 117.1
· ერევანი - 218-ე ადგილი - 114.3
უკვე აღვნიშნეთ, რომ სიის პირველ 16 ადგილზე ევროპული ქალაქებია, მსოფლიოში ცხოვრების ხარისხით ყველაზე გამორჩეული არაევროპული ქალაქი კი ავსტრალიის ბრისბენია (205.0), რომელიც სრულ ჩამონათვალში მხოლოდ მე-17 პოზიციაზეა.
რაც შეეხება ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქალაქებს, ბოლო ხუთეული ასეთია:
· კოლომბო (შრი ლანკა) - 252-ე ადგილი - 73.2
· თეირანი (ირანი) - 253-ე ადგილი - 66.8
· დაკა (ბანგლადეში) - 254-ე ადგილი - 65.6
· მანილა (ფილიპინები) - 255-ე ადგილი - 62.4
· ლაგოსი (ნიგერია) - 256-ე ადგილი - 6.5
განვმარტოთ, რომ ცხოვრების ხარისხის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მსყიდველობითი უნარი, დაბინძურება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვის ხარისხი, მგზავრობის დრო და კლიმატი. ინდექსის უფრო მაღალი მაჩვენებელი ცხოვრების უკეთეს ხარისხზე მიუთითებს.
წყარო: www.bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.