ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ICT სექტორში

რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ICT სექტორში

2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო საანგარიშო პერიოდში და ასევე, იმ ქვეყნების TOP-10, საიდანც ყველაზე ინვესტიცია შემოვიდა.
როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები აჩვენებს, 52 მილიონი დოლარის FDI-დან 50%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში, საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო
აშშ - $34,8 მლნ
გაერთიანებული სამეფო - $5,8 მლნ
ფინეთი - $5.4 მლნ
ვირჯინის კუნძულები (ბრიტ.) - $3,4 მლნ
ნიდერლანდები - $3,4 მლნ
ისრაელი - $2,3 მლნ
რუსეთი -$1,9 მლნ
ხორვატია - $403 000
კაიმანის კ-ბი - ...
ლატვია - $373 000
კვიპროსი - $297 000
დანარჩენი ქვეყნები - (-$5,7 მლნ)
TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში, საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო
შპს სელფი მობაილ;
შპს მაგთიკომი;
შპს კავკასუს ონლაინი;
შპს თინეთი;
შპს სთრაიქერზ;
შპს მეიჯერელ საქართველო;
შპს ვოლტ ჯორჯია;
შპს ვებიზ ფლეი;
შპს თი ფი ფი;
შპს ჯი რიალთაიმ ლაივ.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
2024 წელს საქართველოს IT სექტორის შემოსავალი $688 მლნ-მდე შემცირდა - რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის IT ინდუსტრია

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.