ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელი ქვეყნებიდან და ვის შემოაქვს ყველაზე მეტი მედიკამენტი საქართველოში?

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანამ წელს 11 თვეში 489.5 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები შეიძინა, გასულ წელთან შედარებით 35.7%-ით მეტი.
რაც შეეხება დაუფასოებელ მედიკამენტებს, საქართველომ წელს 12.8 მლნ აშშ დოლარის ასეთი მედიკამენტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 11.2 მლნ აშშ დოლარის.
ტოპ-5 კომპანია რომლებმაც წელს მედიკამენტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განახორციელეს შემდეგია:
· სს გეფა - კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% - მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია (წყარო - reportal.ge). დირექტორია ანდრო თევზაძე.
· შპს აბულფარმ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია.
· შპს შოთაფარმ - აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია, რომელიც ზემოთნახსენებ აბულფარმს ფლობს.
· შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
· შპს პსპ ფარმა - კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, ხუთეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
დაფასოებული მედიკამენტების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები შედეგია:
· თურქეთი - 136.2 მლნ აშშ დოლარი
· შვეიცარია - 53.09 მლნ აშშ დოლარი
· გერმანია - 52.1 მლნ აშშ დოლარი
· უნგრეთი - 36.4 მლნ აშშ დოლარი
· საფრანგეთი - 28.5 მლნ აშშ დოლარი
· ინდოეთი - 16.5 მლნ აშშ დოლარი
· სლოვენია - 15.2 მლნ აშშ დოლარი
· რუსეთი - 5.06 მლნ აშშ დოლარი
· ლიეტუვა - 12.4 მლნ აშშ დოლარი
· იტალია - 11.5 მლნ აშშ დოლარი.
დაუფასოებელი მედიკამენტების მთავარი იმპორტიორები შემდეგია:
· ინდოეთი - 3.1 მლნ აშშ დოლარი
· ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარი
· იტალია - 1.4 მლნ აშშ დოლარი
· უკრაინა - 1.2 მლნ აშშ დოლარი
· ლატვია - 1.2 მლნ აშშ დოლარი
· ესპანეთი - 1.06 მლნ აშშ დოლარი
· საბერძნეთი - 1.02 მლნ აშშ დოლარი
· ჩრდილოეთ მაკედონია - 887.7 ათასი აშშ დოლარი
· აშშ - 737.5 ათასი აშშ დოლარი
· სამხრეთ კორეა - 304.3 ათასი აშშ დოლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.