ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელი მანქანების განბაჟება გაიზარდა 560 პროცენტით? – “წინ მრავალ საპირველაპრილო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ” – რომან გოცირიძე

4
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:
6 წლის და მეტი ასაკის მანქანების განბაჟების მკვეთრად მომატების კანონი ამოქმედდა. საფასურმა 4,5 ლარით კი არ მოიმატა, როგორც “ოცნების” მთავრობას უნდა რომ წარმოაჩინოს, არამედ 560 პროცენტით.
ვერ შეფუთავს ქოცპროპაგანდა ფასების ზრდას რიცხვების მანიპულაციით, იმისა არ იყოს, დენის საფასურმა 5 თეთრით მოიმატაო. ხუთით კი არა, 33 პროცენტით მოიმატა.
მალე მუნიციპალური ტარიფების გაზრდა მოუწვთ, რადგან მისი სუბსიდირების ხარჯები მკვეთრად გაიზრდება.
თბილისში მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებისათვის (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო), ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 270 მილიონ ლარამდე იხარჯება. ეს თანხა ფარავს სხვაობას მგზავრობის რეალურ დანახარჯებსა და იმ ფასს შორის, რომელსაც მოსახლეობა იხდის.
თბილისის მეტროპოლიტენი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსპორტია შესანახად. მისი სუბსიდია წლიურად დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი მგზავრობის თვითღირებულება 2 ლარს აჭარბებს, მაშინ როცა სტანდარტული ტარიფი 1 ლარია.
ან ტარიფების ზრდა, ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან სუბსიდირების ზრდა. ორივე ჩვენს რეალურ შემოსავლებს ამცირებს.
საუბედუროდ, სანამ ეს ხელისუფლება არ მოგვიშორებია, წინ მრავალ საპირველაპრილო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რომელიც ნამდვილია და არა სახუმარო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.