ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელია მსოფლიოში ტურისტებისთვის ყველაზე სტრესული ქალაქები?

რომელია მსოფლიოში ტურისტებისთვის ყველაზე სტრესული ქალაქები?

პარიზი ტურისტებისთვის ყველაზე სტრესული ქალაქი აღმოჩნდა: მხოლოდ 105 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, ის ყოველწლიურად 47,5 მილიონზე მეტ მოგზაურს იღებს, რაც მას ნიუ-იორკზე ათჯერ უფრო დატვირთულს ხდის.
საერთო ჯამში, ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ექსპერტებმა 50-ზე მეტი პოპულარული მიმართულება შეაფასეს. გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ხალხმრავლობა, ამინდის პირობები, დანაშაულის მონაცემები და ტურისტების გამოხმაურებები.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქმა ამინდის დისკომფორტისა და დანაშაულის მხრივ საშუალო ქულები მიიღო, ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ჩინეთის ქალაქი შანხაი.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.