რომან გოცირიძე – ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა – ხელისუფლების დღეები დათვლილია

ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა – ამ ხელისუფლების დღეები არიას დათვლილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ყველაზე კარგი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“.
„დღეს აბსოლუტურად სხვა თვისობრივი მდგომარეობაა. ზვავივით აგორდა პროტესტი. თვით სახელისუფლებო სტრუქტურები შეირყა. ხედავთ, თუ როგორ გადადგნენ ელჩები. საჯარო მოხელეების მთელი არმია, რომელიც უკმაყოფილოა, ნელ-ნელა ავლენს პროტესტს. ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი გააპროტესტებდა საქართველოს მთავრობის ამ მოღალატეობრივ პოზიციას და მხარს დაუჭერდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში იმართება. დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს