ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე: მეუფე იაკობის ბოლოდროინდელი განცხადებები საგულისხმოა და დასაფასებელი. “ოცნების” რეჟიმის თავგასულობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია

რომან გოცირიძე: მეუფე იაკობის ბოლოდროინდელი განცხადებები საგულისხმოა და დასაფასებელი. “ოცნების” რეჟიმის თავგასულობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია
პოლიტიკოსი რომან გოცირიძე:
როგორი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს საპატრიარქოსადმი, მეუფე იაკობის ბოლოდროინდელი განცხადებები საგულისხმოა და დასაფასებელი. “ოცნების” რეჟიმის თავგასულობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ცოტაც და ბელარუსში გავიღვიძებთ. ამას უკვე ხელისუფლების მხარდამჭერებიც აცნობიერებენ. როცა მსგავსი განცხადება კეთდება იმათგან, ვისი მხრიდანაც ამას ნაკლებად ელოდები, ეს მრავლისმეტყველია.
მეუფე იაკობს პრორუსულობას ნამდვილად ვერ დასწამებ. დღეს ყველა გონიერი ადამიანი აცნობიერებს იმ საფრთხეს, რის წინაშეც ქვეყანა დგას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.