რომან გოცირიძე: დღევანდელი პარლამენტის “ოცნების” გამოჩენილ სახეებს კი ნაკლბად გაუმართლათ…

პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე:
ეს მომღერალი დეპუტატი იყო, ძალიან კარგი პიროვნება, ერთად ვიყავით პარლმენტში ოთხი წელიწადი. გვახსოვს მისი სიმღერა “ოცნების” საარჩევნო კლიპში, მთელი საქართველო რომ ღიღინებდა, ქოციც და ანტიქოციც. მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა მეტად საჭირო საარჩევნო დაპირებით-თბილისში ააშენებდა 50 საზოგადოებრივ ტუალეტს. ვერ შეძლო, რადგან ეს არ იყო მისი საქმე, ამისთვის თბილისის მერს უნდა მიეხედა. ამ დაპირების შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ორმოცდაათს ვინ ჩივის, ერთი ტუალეტიც არ გახსნილა ქალაქში. რა ფული უნდა მოეტეხათ აქედან, როცა ხელის მოსათბობი უამრავი სხვა საქმეც იყო.
გიორგი ასანიძეც, კაცი ლეგენდა, თავად ოლიმპიური ჩემპიონი და შემდეგ მრავალი მსოფლიო ჩემპიონისა და ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის გამზრდელი, 8 წელიწადი იჯდა პარლამენტში. ერთი წელი მასთან ერთადაც მომიწია ყოფნა, სანამ ეროვნულ ბანკში გადავიდოდი. ახლა ლაშა ტალახაძე ირიცხება პარლამენტში. სპორტში საუკუნის მოვლენა ისე აჭერს რაღაც ღილაკზე ხელს, ვერც კი მიმხვდარა, თუ რა ღალატში ჩაითრიეს.
რამდენი, თავის დარგში წარმატებული ადამიანი ცდებოდა უსაქმოდ პარლამენტში. გიორგი ასანიძე რვაწლიანი სპორტული პაუზის შემდეგ რომ ვერ მიმხვდარიყო, თუ რა ოქროს წლებს კარგავდა, დღეს არც ლაშა ტალახაძის უნიკალური რეკორდები იქნებოდა.
ქუთაისელი რესტორნის თვითნასწავლი “პინკ ფლოიდების” სიმღერებს ვუსმენდი და აქვე სქროლვისას ზაზა ხუციშვილის ეს ვიდეო ამომივარდა. ალბათ ბედნიერია იმით, რომ თავის საქმეს დაუბრუნდა. დღევანდელი პარლამენტის “ოცნების” გამოჩენილ სახეებს კი ნაკლბად გაუმართლათ-ისეთი დამღა ამოიტვიფრეს ზურგზე, სოცოცხლის ბოლომდე რომ ვერ ჩამოიცილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც