ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება
რომან გოცირიძე:
როცა მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ბუმია, საქართველო წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6 პროცენტს კრიპტოვალუტის მომპოვებელი პარაზიტი საწარმოებისთვის ფლანგავს.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება. გლდანი მსოფლიომ გაიცნო. აქ ნახავთ, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოში მოპოვებულ კრიპტოვალუტას ომის მანქანის დასაფინანსებლად.
ფილმი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 ივლისს გავა, რის შემდეგაც მისი თარგმანის ნახვა იუთუბზე იქნება შესაძლებელი. მანამდე ამ მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდა.
ამ ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია გერმანულ ენაზე იხილეთ პირველ კომენტარში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.