ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე განათლების მინისტრს - სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები განიცდიან დიდ ზეწოლას - სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული

სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, როდესაც პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.
რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ არჩევნების გაყალბებისთვის იყენებს.
„საუბნო საარჩევნო კომისიებში არ უნდა მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები, ვინაიდან ეს ადამიანები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული და ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს, აიძულებს მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ანუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში. რატომ ძალადობთ მასწავლებლებზე. ეთანხმებით თუ არა ჩვენს ინიციატივას, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, თუ საჯარო მოხელე არ შეიძლება იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.