არქივი10 მარტი, 2026, 15:08
რომან გოცირიძე: ბრიტანეთის სანქციების შემდეგ “იმედი” ევროკავშირის სანქციებსაც გამოჰკრავს ხელს. კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდო მათი მავნებლობის შესახებ-გააყალბეს ევროკავშირის წერილის შინაარსი

რომან გოცირიძე:
ბრიტანეთის სანქციების შემდეგ “იმედი” ევროკავშირის სანქციებსაც გამოჰკრავს ხელს. კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდო მათი მავნებლობის შესახებ-გააყალბეს ევროკავშირის წერილის შინაარსი. ყულევი არ დასანქცირდა, რადგან მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა ევროკავშირსო. სინამდვილეში ამ წერილში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ და “სოკარმა” პირობა დადო, რომ მეტს არ იზამენ, მოიქცევიან წესიერად და მომავალში დაიცავენ სანქციების მოთხოვნებს. მოკლედ, პატიება ითხოვეს. აპატიეს აზერბაიჯანის ფაქტორის გამო.
დაიმახსოვრეთ, “იმედის” დღევანდელი სიცრუე აუცილებლად იქნება მოყვანილი სანქციების დაწესების დასაბუთებისას. რუსეთს აფარებენ ხელს, რომლის სანქცირებული ნავთობი სანქცირებული გემებით გადის მსოფლიო ბაზარზე ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ყულევის პორტის მეშვეობით.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.