ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომანი პორნო ვარსკვლავთან? - პეპესა და ტრამპის ურთიერთობა დადასტურდა

რომანი პორნო ვარსკვლავთან? - პეპესა და ტრამპის ურთიერთობა დადასტურდა

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ვილიარეალის" 29 წლის კოტ'დიუვარელი ფორვარდი ნიკოლას პეპე ცნობილ პორნო ვარსკვლავ ტინა ტრამპს ხვდება, დადასტურდა.
წყვილმა რესტორანში ერთობლივად სადილობის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. მათ ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ მედიაში იწერება, რომ ისინი ერთმანეთს უკვე 5 თვეა ხვდებიან. გოგონა "ვილიარეალის" მატჩსაც დაესწრო და ამ გუნდის ფორმაც მოირგო.
პეპემ სახელი "ლილში" თამაშით გაითქვა, რის შემდეგაც 80 მილიონ ევროდ "არსენალმა" იყიდა, მაგრამ ლონდონელთა რიგებში ფეხი ვერ მოიჭიდა და ჯერ "ნიცაში" გადავიდა, შემდეგ კი 1 სეზონი "ტრაბზონსპორის" ღირსებასაც
იცავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.