„როიტერსის“ ცნობით, პუტინმა ტრამპთან შეხვედრაზე სანქციების ნაწილის მოხსნაც მოითხოვა

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში აღიარებული იქნას რუსეთის სუვერენიტეტი ანექსირებულ ყირიმზე – ამ ცნობას ავრცელებსბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
თუმცა, გაურკვეველია, ეს მოთხოვნა ეხება თუ არა შეერთებული შტატებს, თუ, მაგალითად, ყველა დასავლური ქვეყანასა და თავად უკრაინას.
სააგენტოს წყაროების ცნობით, პუტინს ასევე სურს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი მაინც მოიხსნას.
პუტინის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიხედვით, კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან თავის ჯარები მთლიანად უნდა გაიყვანოს, სანაცვლოდ კი რუსეთის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვის პირობას დადებდა.
უკრაინამ უკვე უარი თქვა თავისი ტერიტორიებიდან, განსაკუთრებით დონეცკის ოლქიდან, ჯარის გაყვანაზე.
არსებობს ინფორმაცია, რომ მზადაა დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების შედარებით მცირე ტერიტორიები სუმის ოლქის ჩრდილოეთით და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
წყაროების ცნობით, მოითხოვს, რომ რუსულ ენას უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ან მის მთელ ტერიტორიაზე ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ქვეყანაში თავისუფლად მოქმედების უფლება მიეცეს.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო -რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს